შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თენგის ბურჯანაძის სახელობის ტურნირის ფინალურ მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს თბილისის ,,დინამო" და თბილისის ,,ლოკოლოტივი" დაუპირისპირდნენ. თამაში თბილისის ,,დინამოს" გამარჯვებით დასრულდა. ტურნირში 2006-2007 წლებში დაბადებულმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს.
ლეგენდარული გორელი ფეხბურთელის, თენგის ბურჯანაძის სახელობის ტურნირი 2004 წლიდან ტარდება და მასში როგორც საქართველოს ქალაქების სხვადასხვა გუნდები იღებენ მონაწილეობას.