შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში იმყოფებოდა. რწმუნებულმა ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცა და ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძებას დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
მოგვიანებით ცენტრში არსებული მინანქრის, ძერწვისა და კერვის სახელოსნოებიც დაათვალიერეს. ბენეფიციარები თავად ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს და გამოფენებშიც იღებენ მონაწილეობას.