საშობაო ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მომლოცველებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაიარეს. მსვლელობის შემდეგ კი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეები დალოცა.
მსვლელობას შიდა ქართლის რწმუნეული გიორგი ხოჯევანიშვილი, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათიც გადასცა. ,,გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შობა სიყვარულთან, იმედთთან, მშვიდობასთან, სიკეთესთან ასოცირდება და გისურვებთ არც ერთი არ მოკლებოდეს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას" - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საშობაო ალილო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო.