0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა
გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა
26 დეკემბერი 2019

გორელი კერამიკოსის, გიორგი ტატულაშვილის სახელოსნო-მუზეუმის გახსნაა შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ. ღონისძიებას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიაც ესწრებოდა. ტატულაშვილების ოჯახმა წლების წინ დაიწყო თიხაზე მუშაობა და მათი ნამუშევრები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაა ცნობილი.

,,მიხარია, რომ ქალაქს, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატა. ტატულაშვილების სახელოსნო ბევრისთვის ცნობილია, აქამდეც არ აკლდა დამთვალიერებლები და სტუმრები, თუმცა დღეიდან ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს უკვე მუზეუმის სტატუსით უმასპინძლებს. ვამაყობ, რომ გორში გივი ტატულაშვილის დონის შემოქმედი გყვავს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი სახის ინიციატივებს“- აღნიშნა რწმუნებულმა.


Top