ისტორიულ ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დაესწრნენ.
სხვილოს ციხის ტერიოტირიის გაწმენდის პროექტი მოიცავს მიწის ფართობის გასუფთავებას ბიო საფარის, მიწაყრილისგან და ჩამოშლილი ქვებისგან, რომელიც ადგილზე მრავალწლიანი პროცესის შედეგად წარმოიშვა. გაწმენდითი სამუშაოები არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც არქიტექტურულ კომპლექსზე არქეოლოგიური ფენების დაზიანების რისკს გამორიცხავს და პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ საკონსერვაციო არქიტექტურულ ფორმებს დააგენს. პროექტის მიმდინარეობა სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება, რომლის დასრულების შემდგომ სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება. ტერიტორიის გაწმენდისას საფორტიფიკაციო ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და კედლების კონსერვაციისთვის ხელახლა იქნება გამოყენებული.
სხვილოს ციხის რეაბილიტაციის პროექტი, არქიტექტურული კომპლექსის ინტენსიური ტურისტული ნაკადით დატვირთვის მიზნით, სამომავლოდ მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს. სარეაბილიტაციო ეტაპზე პროექტის განხორციელების მსვლელობაში ჩაერთვება ადგილობრივი თვითმმართველობაც.