0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
31 იანვარი 2020

XVII საუკუნით დათარიღებული ნაგებობა, რომელიც ძირითდად აგურითა და რიყის ქვითაა ნაგები, პირველ ეტაპზე მიწის მასივისა და ნაგვისაგან გაიწმინდება. არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარმართული პროცესის ფარგლებში აბანოს ექსტერიერი და ინტერიერი გათავისუფლდება ნაშალი ქვებისგან წარმოქმნილი ჩახერგილობებისგან. ნაგებობის სტრუქტურული წყობიდან ჩამოშლილი ქვები გადაეწყობა და სარესტავრაციო სამუშაოების მსვლელობაში ხელახლა გამოყენებისთვის მომზადდება. მავნე ბიოსაფარის მოსაშორებლად, შენობის შიდა და გარე სივრცეები სათანადო ქიმიური რეაქტივებით გამოყენებით დამუშავდება.

საერთო ხედების, ფასადების, ინტერიერისა და არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებული ელემენტების ფოტოფიქსაციის გზით მომზადდება არქიტექტურული ობიექტის სიტუაციური გეგმა, რომელიც ნაგებობის საერთო და ლოკალურ დაზიანებსაც წარმოაჩენს. არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომები კომპიუტერულ პროგრამაში გამოისახება, რაც სამომავლოდ საფუძვლად დაედება ძეგლის სარეაბილიტაციო-ერქიტექტურულ პროექტს.

გაწმენდითი სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართება, რომლის დასრულების შემდგომ სარეაბილიტაციო პროექტი მომზადდება. ორთუბანის აბანოს ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით, პროექტი მის ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს. სარეაბილიტაციო ეტაპზე პროექტის განხორციელების მსვლელობაში ჩაერთვებიან შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციული უწყებებიც.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყების პროცესი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ადგილზე დაათვალიერეს.

ორთუბნის აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო წლიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.


Top