0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
03 თებერვალი 2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში, ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, ჩასახლებაში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და გარდა ხურვალეთისა, პროექტი შიდა ქართლის კიდევ 9 დასახლებაში ხორციელდება. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერვე სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.

ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დასახლებაში სკვერი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყო. პროექტი სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

,, პროექტების დაგეგმვის პროცესში დევნილთა საჭიროებების გათვალისწინება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მწვავედ იდგა შიდა გზების მოწესრიგების საკითხი, უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდა. გზის საფარის გარდა პროექტი სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს, შედეგად აღნიშნული საკითხი ადგილობრივებს აღარ შეაწუხებს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთან, ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს რათა შედეგი იყოს სწრაფი და ეფექტური." - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.


Top