,,საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს" ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა იაკობ გოგოებაშვილის ნაწარმოები - ,,იავნანამ რა ქმნა?!” წაიკითხეს და მცირე თეატრალური დადგმაც მოაწყეს. სცენა რეჟისორმა და მსახიობმა ანზორ გვაძაბიამ დადგა. ღონისძიებას ვარიანის სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოში კი ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნა.