0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ.
მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ.
07 აპრილი 2020

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით გორში მდებარე სასურსათო მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კამპანიას შეუერთდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ თანამოქალაქეების დახმარებაში. კერძოდ, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელსაც ,,წითელი ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმრკეტების ქსელებში მომხმარებელი ნახავენ „წითელ ჯვრის“ კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.

აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო და თავადაც მიიღო მონაწილეობა. ასევე, რწმუნებულმა ქსელური მაღაზიის მარაგებთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია. ,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, თითოეული ადამიანი ვეხმარებით იმ პირებს, ვისაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ამჟამად 4 სასურსათო მაღაზია შეურთდა ამ ინიციატივას და ვიმედოვნებ სამომავლო ეს რიცხვი გაიზრდება“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემა. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.


Top