0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რწმუნებული თევზის საწარმოს მუშაობას გაეცნო.
შიდა ქართლის რწმუნებული თევზის საწარმოს მუშაობას გაეცნო.
12 აპრილი 2020

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარე თევზის საწარმო "უმალი" სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.

თევზის საწარმო, გარდა შიდა ქართლისა, პროდუქციით ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს ამარაგებს. საწარმოს წარმომადგენლების თქმით, მუშაობა სრული დატვირთვით მინდინარეობს და ნაწარმის ფასიც არ გაზრდილა. ასევე, მუშაობის პროცესში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციები.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო პროექტის „ერთიანი აგროპროექტი“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. გადამამუშავებელ საწარმოში 100-მდე პირია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.


Top