0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 გამშვები პუნქტი მოეწყო
გორის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 გამშვები პუნქტი მოეწყო
11 აპრილი 2020

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან როლანდ ძნელაძესთან ერთად გორის შესასვლელებში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. რწმუნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ასევე, მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო.
გამშვებ პუნქტებზე ყოველდღიურად საშუალოდ 7000-მდე პირი მოწმდება.

გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.

შიდა ქართლში ამოქმედებულია საგანგებო საოპერაციო შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებული ხელმძღვანელობს.


Top