შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - მეღვრეკისსა და ერგნეთში იმყოფებოდა და ადგილობრივ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად რეგიონში ბენეფიციარებისთვის სურსათით მომარაგება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გარდა, გრძელდება მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ეს კი ხშირ შემთხვევაში კერძო კომპანიების თანამონაწილეობით ხორციელდება. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობას.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგებში სხვადასხვა კომპანიები თუ ორგანიზაციები შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ.