0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის რწმუნებული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
მხარის რწმუნებული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
News contains an attached video
01 მარტი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობას. მათ შორისაა, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განახლება მოხდება მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის შეფასების ესტონური მოდელით. აღნიშნული დოკუმენტი საჯარო იდეების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ,,ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ახალგაზრდების საჭიროებებზე, იმ პროექტების შესახებ რომელსაც სააგენტო ჩვენს რეგიონში ახორციელებს. სააგენტოს ხელშეწყობით სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების ჩართულობასა და მათი მხრიდან ახალი იდეების ინიცირებას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ერთობლივად განვახორციელებთ საჭირო პროექტებს.“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
 
 
 
 

მიმაგრებული ვიდეო


Top