0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შიდა ქართლში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა
News contains an attached video
06 მარტი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტში, კომბინირებული საკვების საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. შპს „აგროვიტა კვება და ტექნოლოგია“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც, ჯამურად, 570,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228,000 ლარია, 285,600 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში 1,600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი; პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნენ.
შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა მნიშვნელოვანია დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტომა განაცხადა, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეძლო ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით, ახალი საწარმოს შექმნა.
დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ახალი საწარმო გაიხსნა.

მიმაგრებული ვიდეო


Top