0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქვემოჭალის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება
ქვემოჭალის საბავშო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება
News contains an attached video
01 აპრილი 2021

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემოჭალაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორსართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და ღირებულება 200 000 ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური გათბობის მოწყობა, გარე და შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია, ეზოს მოწყობა.
 
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღრეიშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და კასპის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები და აღმზრდელები გაუმჯობესებულ პირობებში გააგრძელებენ საქმიანობას.

მიმაგრებული ვიდეო


Top