0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
News contains an attached video
21 აპრილი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტში, რუისისა და ურბნისის გზებს, ასევე ქალაქ ქარელში, ყაზბეგის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რეგიონში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ,,ქარელის მუნიციპალიტეტში როგორც სოფლებში, ისე ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა მოსახლეობამ კომფორტულად და მოხერხებულად შეძლოს გადაადგილება“- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
 
 
 
 

მიმაგრებული ვიდეო


Top