0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია დასრულდა
News contains an attached video
19 ივნისი 2021

ქარელში, ყაზბეგის ქუჩის, სურამის ქუჩებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ურბნისისა და ქვენატკოცის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და 4 მილიონამდე ლარი დაჯდა.
პროექტის ფარგლებში დაიგო 8 კმ.-მდე გზა, მოეწყო ცხაურები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად დაათვალიერა. რწმუნებულის თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა და წლის ბოლომდე კიდევ ათეულობით პროექტის დასრულება იგეგმება. ,,საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლი, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. წლის ბოლოსთვის ადგილობრივები მნიშვნელოვანი პროექტებით შეძლებენ სარგებლობას.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

მიმაგრებული ვიდეო


Top