0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება
გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება
08 ივლისი 2021

გორში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებასა და კაფსულის ჩადების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაესწრო.
 
წმინდა სოფიოს, აღაპის, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფარის მშენებლობა უნგრეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორცილედება. აღსანიშნავია, რომ თავშესაფარს საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება.

Top