ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია ერისთავის თეატრის ბაღში გაიმართა
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, გორელ სპორტსმენებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.
წელს ზაფხულის ოლიმპიადას ტოკიო მასპინძლობს. ზაფხულის ოლიმპიადაში 35 ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, აქედან 5 სპორტსმენი შიდა ქართლის რეგიონიდანაა.