0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
News contains an attached video
18 აგვისტო 2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო სკრისა და ხელთუბნის საბავშო ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. ხელთუბანში შენობის სრული განახლება იგეგმება, შეიცვლება სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვლება კომუნიკაციები და მოეწყობა ეზო.კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება სკრის საბავშვო ბაღსაც.
 
სამუშაოების ფარგლებში შენობა სრულად რეაბილიტირდება, მასთან ერთად კი მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები. სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
 
მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი გარდამავალია და 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ახალი სააღმზრდელო დაწესებულება 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სააღმზრდელო დაწესებულებები ექნება და ადგილობრივი პატარები კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ განათლების მიღებას.

მიმაგრებული ვიდეო


Top