0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ბრეძაში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს
ბრეძაში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს
19 ნოემბერი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადის მიერ მოსახლეობის აცრა მიმდინარეობს, რომელიც სინოფარმისა და სინოვაკის COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით ხორციელდება. ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ 60 წელს გადაცილებული პირები, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინირებულ პირთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის მარათობის ფარგლებში განხორციელებულმა კამპანიებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ,,შიდა ქართლში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. რეგიონში ათზე მეტი ამცრელი პუნქტი გვაქვს. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებული პირები პირველადი აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

Top