შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც რწმუნებულს მათი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. პროექტს, რომელსაც ,,ქართლოსი“ ამაჟამად ახორციელებს, შიდა ქართლის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების გაძლიერებას გულისხმობს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივი ინიციატივები განიხილეს. შეხვედრის ბოლოს კი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შიდა ქართლის რწმუნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ წარმომადგენლებს შეხვდა
14 იანვარი 2022