0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლები სკოლვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი იმყოფებოდნენ
შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლები სკოლვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი იმყოფებოდნენ
17 თებერვალი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რეგიონული და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან, რა დროსაც საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების, მწვანე ინოვაციების დანერგვის, სოციალური მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. სლოვაკეთის რესპუბლიკის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს შიდა ქართლის რეგიონის დელეგაციის წევრებს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
 
დელეგაციის შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს საელჩოში შედგა, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ვიზიტის მნიშვნელობას, სამომავლო გეგმებს, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის რეგიონული მთავრობის თანამშრომლობის პერსპექტივებს.
 
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, ქალების და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

Top