0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხაშურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
04 ივნისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილამა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. კერძოდ, მოინახულეს გომსა და ტეზერში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე გაეცვნენ დიდი და პატარა ფლევის, ტკოცის, ცოცხნარასა და ქემფერის საავტომობილო გზების მოწყობის მიმდინარეობას. პროექტები როგორც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის, ისე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორცილებდება.
,,ხაშურის მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, მოწესრიგება როგორც საავტომობილო გზების საფარი, ისე სანიაღვრე სისტემები. განახლებული ინფრასტრუქუტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.
წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში 8 მილიონ ლარამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

Top