0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სიმონ გულედანმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა
სიმონ გულედანმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა
22 ივლისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. რეგიონის პირველმა პირებმა 2022 წელს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ დროისთვის სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. გარდა ამისა, განიხილეს ის დამატებითი პროექტებიც, რომელის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, დამატებითი პროექტების ღირებულება 11 მილიონ ლარს შეადგენს.
 
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.

Top