გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზებით ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. შემოქმედებით საღამოს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე -ლია გიგაური, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დაესწრნენ. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა ოსურ ენაზე შესრულებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ოსური ენის დღე 15 მაისს აღინიშნება. ეს დღე, სიმბოლურად, დაკავშირებულია ოსური სალიტერატურო ენის ფუძემდებლის, კოსტა ხეთაგუროვის პოეტური კრებულის, „ოსური ქნარის“ გამოსვლასთან.