0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილმა კასპის მუნციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
მიხეილ შაყულაშვილმა კასპის მუნციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა
24 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში  მუნიციპალიტეტის მერს ვახტანგ მაისურაძეს, მერის მოადგილეებს, მერიის  სამსახურებისა და აიპი-ების ხელმძღვანელებს  შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეკრებილებმა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კასპის მუნიციპალიტეტის, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე  სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. 

რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრა ერთჯერადი არ იქნება და სამომავლოდაც  მოეწყობა. გარდა ამისა,  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამხარეო ადმინისტრაცია და კასპის მუნიციპალიტეტის მერია  მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ.


Top