0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რწმუნებული სოფელ გუდალეთის მაცხოვრებლებს შეხვდა
შიდა ქართლის რწმუნებული სოფელ გუდალეთის მაცხოვრებლებს შეხვდა
25 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.   მოსახლეობასთან შეხვედრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ადგილობრივების თანამონაწილეობას და აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ,,თქვენ ყველაზე უკეთ იცით, თუ რა პრიორიტეტული საკითხები აქვს სოფელს, ჩვენ კი სწორედ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დავგეგმოთ თითოეული შემდგომი პროექტი“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა. ადგილობრივების თქმით, გზის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაიწო და მიმდინარეობს, საგრძნობლად გააუმჯობესებს  მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, მოხსნის ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას და ხელს შეუწყობს სოფელში მოსახლეობის დარჩენას. გარდა ამისა, შეკრებილებმა შეხვედრაზე სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების საკითხი დააყენეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. ,,იქიდან გამომდინარე, რომ თქვენივე გადაწყვეტილებით, გზის მოწესრიგება პირველ პრიორიტეტად დასახელდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება და სამუშაოები უკვე დაიწყო, მომავალი წლისთვის კი ადგილობრივები  კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებთ. ამჯერად უკვე სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.
 
გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. ამჟამად სოფელ გუდალეთში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლისთვის დასრულდება. დაგეგმილია, ჯამში,  6 კილომეტრამდე გზის საფარის ასფალტირება და ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სოფელი გუდალეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს  და  დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

Top