0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
News contains an attached video
31 აგვისტო 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
,,გორში საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო მუშაობა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უზრუნველყოფს არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა, კერძოდ, 10 თეთრიანი სუბსიდირება კილოგრამ ვაშლზე. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია ვაშლის წარმოების კუთხით საქართველოში, ვაშლის მოსავლის 70% სწორედ ჩვენს რეგიონში იწარმოება. პროგრამის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ვაშლის აღების სეზონზე, ჩვენს ფერმერებს დაუბინავებელი არ დარჩეთ წარმოებული ხილი, მიიღონ შემოსავალი და არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა." - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
 
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.
 
გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ამოქმედდა.

მიმაგრებული ვიდეო


Top