ანდრო ბარნოვი იგოეთის მოსახლეობას შეხვდა
22 მაისი 2013
ნაწილი კი არასწორადაა აღრიცხული. იგოეთელები სოფლის ახლადდანიშნულ რწმუნებულს კობა ჩიტაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ არაერთხელ მიმართეს რწმუნებულს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.
ანდრო ბარნოვი იგოეთელებს ვითარებაში უკეთ გარკვევას დაპირდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში კასპის საკრებულოსაც ჩააყენებს. გუბერნატორის განცხადებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათების განაწილებაში პრობლემები ქვეყნის მასშტაბით არსებობს, რაც იმის შედეგია, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამას ახალი ხელისუფლება ნაჩქარევად ახორციელებს.