შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში სიცილიის საპატიო კონსულს საქართველოში ლეონარდა ამელლასა და იტალიელ სტუმრებს უმასპინძლეს. შეხვედრას გორისა და ატენის მიტორპოლიტი მეუფე ანდრია დაესწრო.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამეგობრობა, თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. რეგიონის რწმუნებულმა სტუმრებს შიდა ქართლის შესახებ გააცნო ინფორმაცია. ისაუბრა იმის შესახებ თუ რა ძირითადი მიმართულებებია რეგიონში პრიორიტეტული, რომელი სფეროებია განვითარებული და ასევე, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე რა კონკრეტული პროექტები ხორციელდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება ქალაქ გორის დამეგობრება სიცილიის ქალაქ მენფისთან დამეგობრება. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რა კუთხითაც შესაძლებელია საერთო პროექტების განხორციელება.
როგორც მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი. ,,ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება თუ კულტურა. ვფიქრობ, მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში მეტად საჭირო პროექტებს განვახორციელებთ.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
სამხარეო ადმინისტრაციაში იტალიის საკონსულოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს
07 ოქტომბერი 2022