0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებულის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რწმუნებულის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე სლოვაკური ორგანიზაციის - „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელს იან ცინგელს შეხვდა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გელა ზოზიაშვილი დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ,,სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“ SlovakAid-ის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან სასმელი წყლის სისტემის მოწყობას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს გაყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
რწმუნებულის თქმით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრლობა, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება. როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზად არის კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს როგორც პროექტის დაგეგმვის, ისე განხორცელების პროცესში. გარდა ამისა, ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ადგლობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციას.

Top