0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
13 ოქტომბერი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული და სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე, საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ცენტრი მოადგილეებთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან ერთად გახსნა. ცენტრის გახსნას ასევე დაესწრო გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
 
დღეიდან, შიდა ქართლის მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღებს, მათ შორის: ავტომობილი მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
 
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტი, ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

Top