შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და შიდა ქართლის ტურიზმის კავშირის თავმჯდომარე რობერტ მაღლაკელიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. რწმუნებულის მოადგილემ სტუმრებს შიდა ქართლში არსებულ ტურისტულ ლოკაციებზე, ასევე ღვინისა და აგროტურიზმის მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშანვია, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან საქართველოში და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებასაც ხშირად უზიარებს