0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
მიხეილ შაყულაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
06 თებერვალი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები და ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა.
 
სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი განიხილეს, მათ შორის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისას გამოკვეთილი საკითხები, სატრანსპორტო მიმართულება, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, ქალაქების მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, რეგიონის ტურისტული ლოკაციების მოწესრიგება და ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას.

Top