0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

9 აპრილიდან 34 წელი გავიდა
9 აპრილიდან 34 წელი გავიდა
09 აპრილი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე, აღევლინა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
 
,,დღეს 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წელი გავიდა - ეს არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღე, თუმცა მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, ეს არის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და გაუტეხელობის დღეც. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უანგაროდ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორი შეუპოვრობით უნდა ვიაროთ დასახული მიზნისკენ. მაშინდელმა ერთიანობამ, სიმამაცემ და სულისკვეთებამ შედეგად საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. პატივს მივაგებთ იმ გმირი ადამიანების ნათელ ხსოვნას, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირა. ჩვენ კი ყოველდღიურ რეჟიმში ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ძლიერი და წარმატებული ქვეყანა შევქმნათ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისათვის.“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
34 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Top