0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ლევან ხარაბაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ლევან ხარაბაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ გორში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
 
,, 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული თარიღია, თუმცა ამავდროულად კი ეს არის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და გაუტეხელობის დღე. 9 აპრილის გმირებმა მოგვცეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო და როგორ არ უნდა გადავუხვიოთ დასახულ მიზანს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. თავისუფლებისთვის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო დამოუკიდებლი სახელმწიფოა. ჩვენ კი, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ დაუღალავი შრომითა და ერთიანობით უნდა შევქმნათ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა.“ - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
 
9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.
35 წლის წინ, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. დაიღუპა 21 და დაშავდა მიტინგზე მყოფი ასობით მოქალაქე. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით კი 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

Top