0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა
05 მაისი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწნენ. საპატიო კონსულის პოზიციაზე კი ირაკლი კაკალაძე დაინიშნა.
 
"მოხარული ვარ, რომ დღეიდან ჩვენს ქალაქში ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის -- ყაზახეთის საკონსულო იწყებს მუშაობას. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სოციალურ ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებებით. გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ურთიერთობებიც. ეკონომიკურ კავშირებში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება ტურიზმია. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ყაზახი მოგზაურების რაოდენობაც. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას." - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას.
 
საკონსულო გორში, სასტუმრო "ჯორჯია გოლდში" იფუნქციონირებს.

Top