0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს.
14 ივნისი 2023

ფიცის დადების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ანზორ ჩუბინიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წვევამდელებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
"გილოცავთ თითოეულ წვევამდელს თქვენთვის მნიშვნელოვან ფიცის დადების დღეს. 1994 წლიდან ეს სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მას აბარია სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა, რაც პასუხისმგებლობას ერთი-ორად ზრდის. სამშობლოს სამსახურში ყოფნა ერთდროულად დიდი სიამაყე და ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიერიდან, თქვენ ქვეყნის სამსახურში იქნებით, რომელსაც პირნათლად უნდა ემსახუროთ. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ შინდისის გმირების მემორიალთან შევიკრიბეთ და ამ გამორჩეულ ადგილზე დებთ ფიცს. ქვეყნის სიყვარული უპირველესია, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენი გმირების სახით. სწორედ სიყვარული, ერთგულება და პროფესიონალიზმია ერთიანი და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა. გისურვებთ წარმატებას და მუნდირის ღისეულად ტარებას."
 
სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის წარმოთქმის შემდეგ, წვევამდელები მამა გიორგიმ დალოცა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

Top