0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოები გაიხსნა
გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოები გაიხსნა
16 ივნისი 2023

გორში, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოების გახსნის ღონისძიება მოეწყო. სახელოსნოები აშენდა და ტექნიკურად აღიჭურვა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (THC)“ ფარგლებში.
 
ღონისძიებაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სახელოსნოები გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა, რომელიც ტურიზმის განყოფილებასთან თანამშრომლობით რეგიონის წარმომადგენლებისა და ტურისტებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასებს გამართავს. მასტერკლასებს გაუძღვებიან „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპები" - ს კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორები გაუძღვებიან.
 
გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, პროექტის ბულგარელი და უკრაინელი პარტნიორები, შემოქმედებითი ტურიზმის საინფორმაციო ტურების ქართველი, ბულგარელი და უკრაინელი ტუროპერატორები და გიდების ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) ერთობლივი პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (THC 1130) ფარგლებში ჩატარდა. პროექტი (THC 1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

Top