0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტეუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
შიდა ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტეუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
11 ივნისი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქარელის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
 
"შიდა ქართლის მასშტაბით გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჯამში, 35 კმ-ზე მეტი სიგრძის საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაზეც 18 მილნ. ლარზე მეტია გათვალისწინებული. გზების მოწყობა ისეთ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც ამ კუთხით გამართული ინფრასტრუქტურა აქამდე არასოდეს ყოფილა . იგი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მოიცავს ისეთ სეგმენტებს, როგორიცაა სოფლებისა და ცენტრალური გზების დამაკავშირებელ, სკოლებმადე, საბავშვო ბაღებამდე, ამბულატორიებამდე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურამდე მისასვლელ კეთილმოწყობილ გზებს." - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ღირებულებაც 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Top