0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებულის ადმინისტრაციაში "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო
რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო
23 ივნისი 2023

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ა(ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის" სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, ამავე პროგრამის შიდა ქართლის რეგიონალური კოორდინატორი თამარ მელიქია და სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მხარეებმა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე, ამ მხრივ განხორციელებულ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის, მედპერსონალისა და ბიუჯეტის საკითხები.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროცესში მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობას. აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებულ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესია.
 
შეხვედრის ბოლოს მხარეები კიდევ უფრო მჭირდო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Top