0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვმა ძევერის დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა
22 მაისი 2013

ადგილზე გაცნობის მიზნით ძევერაში ანდრო ბარნოვი ჩავიდა და დაზარალებული ოჯახები მოინახულა. ადგილობრივების ინფორმაციით, წყალდიდობა სარწყავი არხის გადავსებამ გამოიწვია, რომელიც პერიოდულად გაწმენას საჭიროებს. როგორც ძევერელები ამბობენ, სოფლის მოსახლეობის ათამდე ოჯახს დატბორვის პრობლემა 10 წელზე მეტია აწუხებს. ადგილობრივებმა გუბერნატორს დახმარება სთხოვეს. ,,ამ ეტაპზე გამგეობას ვთხოვთ სარწყავი არხის გაწმენდაში ტექნიკით დახმარებას, თუმცა აქ არის ტექნიკისათვის მიუდგომელი ადგილები და ასევე სოფლის რუები, რომელთა გაწმენდა სოფლის ერთობლივი ძალისხმევით უნდა ხდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის თემმა ერთსულოვნება გამოიჩინოს საერთო საქმის მიმართ,“ აღნიშნა გუბერნატორმა.

Top