0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლი ,,თბილისობის“ დღესასწაულს შეუერთდა
შიდა ქართლი ,,თბილისობის“ დღესასწაულს შეუერთდა
30 სექტემბერი 2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში ,,თბილისობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლებმა ფოლკლორული კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ადგილობრივი სამზარეულო, ღვინის კუთხეები და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასები წარმოადგინეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრება, ოჯახური რიტუალები თუ ტრადიციები, ლხინის, სუფრის, მოსავლის აღება-დაბინავების სცენები და სხვა. წელს უკვე მეორედ ,,თბილისობას“ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

მუზეუმში გამართულ ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ამ დღისთვის მოწყობილ შიდა ქართლის კუთხეში მინისტრს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა რწმუნებულის მოადგილესთან აბელ აბესაძესთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად უმასპინძლა და რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და ადგილობრივი ღვინო გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში სამეფო ნაციონალური ბალეტის - „ფოცხიშვილების“, ანსამბლის „დიდგორი“ და ანსამბლის „მართვე“ მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართა.


Top