0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სახალხო დღესასწაული "გორის დღე 2023" მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
სახალხო დღესასწაული გორის დღე 2023 მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
09 ოქტომბერი 2023

საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ გორთან დამეგობრებული ქალაქების, ლიეტუვის ქალაქ უტენასა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის წარმომადგენლები.
 
გორელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე წარმოებული პროდუქცია დაეთვალიერებინათ, დაეგემოვნებინათ და ამავდროულად, შეეძინათ. გარდა ამისა, მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფლების კუთხეები, სადაც გაცოცხლებული იყო ადგილობრივი კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები.
 
მოედანზე შეკრებილ სტუმრებს სახლემწიფო რწმუნებულმა "გორის დღე" მიულოცა. "ჩემო ძვირფასო გორელებო და ჩვენი ქალაქის სტუმრებო, მინდა მოგესალმოთ სამხარეო ადმინისტრაციის სახელით და მოგილოცოთ ქალაქის დღესასწაული. ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენს ქალაქს დიდი ისტორია აქვს, ოდითგანვე იყო და არის კულტურულ საგანმანათლებლო კერა და ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ცენტი. გორი ნამდვილად განორჩეულია საინტერესეო ადამიანებითა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებით. ჩვენ, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება გავაგრძელებთ ყოველდღიურ შრომას, იმისთვის რომ ჩვენი ქალაქი იყოს ერთ-ერთი მოწინავე, ეკონომიკურად განვითარებული და გამორჩეული ქალაქი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქალაქის დღესასწაულს." - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
შეკრებილებს, ასევე სიტყვით მიმართეს და მიულოცეს გორის მუნიცპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.
 
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, მაყურებლის წინაშე ჯგუფები "ქიმერა", Soft Wave და "მგზავრები" წარსდგნენ.

Top