0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორში სპორტსმენთა დაჯილდოების ღონისძებას თემურ ხუბულური დაესწრო
გორში სპორტსმენთა დაჯილდოების ღონისძებას თემურ ხუბულური დაესწრო
28 დეკემბერი 2023

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაზე 2023 წლის მიღწევები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.  ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც. მთავარ ნომინაციაში - ,,წლის საუკეთესო სპორტსმენად“ აღიარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.


Top