ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 381 000 ლარს შეადგენს. ჯამში, დაგეგმილია 1 კმ-მდე გზის საფარის მოწყობა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
,,მიმდინარე წელს ჩვენს რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის კი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს გადაადგილდეს უსაფრთხოდ და კომფორტულად. ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. პროექტი რეგ-ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოები კი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.