0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გორში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23 თებერვალი 2024

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით გორის მუნიციპალიტეტში რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების განიხილვა მოეწყო.
 
სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის თანამშრომლები, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
,,მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ერთ-ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი რეფორმაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს საბოლოოდ მოაწესრიგებს საკუთების დაკანონების საკითხს და შედეგად, სისტემა იქნება გამართული და მოწესრიგებული. იმისთვის, რომ რეფორმა სრულფასოვნად განხორცელდეს, საჯარო რეესტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციები მივიღეთ“ - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
 
გორის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები. პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო. შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
 
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
 
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

Top