0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრები გამართა
შიდა ქართლში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო შეხვედრები გამართა
31 მარტი 2024

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს. კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლში, გორში გამართა, სადაც ასევე კომიტეტის სხდომა ჩატარდა.
 
სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ფერმერთა მომსახურების ცენტრის „აგროქართლის“ თანამშრომლებს შეხვდნენ, ცენტრის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და სასაწყობე მეურნეობა დაათვალიერეს.
 
აგრარული კომიტეტის წევრები, შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებში“ დამონტაჟებული აგრომეტეოსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და მოისმინეს ინფორმაცია პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები: სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა, რომლითაც ფერმერებისათვის კლიმატის გათვალისწინებით გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ რეკომენდაციები იქნება ხელმისაწვდომი.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გულედანმა აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინეს. მომხსენებლებმა დეპუტატებს გასულ წელს შესრულებული სამუშაოების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
 
გასვლითი სხდომის ფარგლებში, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და სამინისტროს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გორის უნივერსიტეტში რეგიონის ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდნენ. აგროწარმოებაში ჩართულმა ადგილობრივებმა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

 


Top