0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქვიშხეთში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს
ქვიშხეთში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს
17 აპრილი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ხაშურის მუმინიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამჟამად სოფელის სამ უბანში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, დაგეგმილია 3 კმ-მდე გზის საფარისა და სანიაღვრე სისიტემის მოწყობა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.
 
,,ქვიშხეთი საკურორტო ზონაა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრვებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება გამართული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო.“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
საგზაო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება რაზეც ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

Top